"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ"
„დღეს ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, რის გამოც შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი მხრიდან, რომ 2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის" მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მდგენელია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება, ასევე ტურიზმის გამოცოცხლება და აღდგენა. მისი თქმით, პოზიტიური დინამიკაა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის, ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, განთავსების ობიექტებში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და სხვ.
„ყოველივე ეს მოასწავებს მშვიდობიან და წარმატებულ 2022 წელს, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა - ვებრძოლოთ სიღარიბეს, იქნება სრულად მიღწევადი," - განაცხადა ნათია თურნავამ.
სიახლეები
- "მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი"- მიხეილ სააკაშვილი
- "დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რაც ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთანაა დაკავშირებული, გადაილახება" - პრემიერი
- "აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის" - ზელენსკი
- " ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან"
- დღეს, აქცია-პერფორმანსი "გზავნილი ქუთაისიდან" - კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" გაიმართა