April 27, 2024

"ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივი ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი 44.1%-ით  გაიზარდა. 

 

"რაც შეეხება, თუ რა პროდუქციის მიხედვით დაფიქსირდა ზრდა და სად გაიზარდა ჩვენი ექსპორტი - ტრადიციულად, ლიდერობს, რა თქმა უნდა, მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის ინდუსტრია, ეს არის სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ჯგუფის შემდეგ უკვე მესამე ~-მეოთხე პოზიციაზე ზრდის ტემპის მიხედვით არის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და კვების მრეწველობა - ეს არის ღვინო, ეს არის თხილი, კვების მრეწველობის პროდუქცია, სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად მაღალი მოთხოვნა არის ჩვენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე,“- განაცხადა თურნავამ.

წაკითხვა 334 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.