ამ გვერდის ამობედვა

,,ამ ღლაპის ირონია და მისი სერიოზულად შეფასება არ ღირს" - უგულავა კობახიძეზე

,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს პასუხობს და უმრავლესობის ლიდერის განცხადებას ,,პარლამენტში ოპოზიციის დანაკლისზე",  "ღლაპის ირონიას" უწოდებს. 

,,მე ვერ ვიტყვი, რომ დიდად დაგვაკლდა ნორჩი აგრარიკოსი ნინო წილოსანი, ან სიბრძნეების მფრქვეველი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ან ახალი ვარსკვლავები ზავრადაშვილი თუ ტალიაშვილი. გუშინ უმრავლესობამ დალოცვით დაამთავრა... ასე რომ რასაც იმსახურებთ ის ხართ. თქვენ, მეგობრებო, გააყალბეთ არჩევნები, მიიტაცეთ ძალაუფლება, ახლა დარჩით მარტო სახლში და მოსთქვამთ.

 

ამ ღლაპის ირონია და სერიოზულად შეფასება საერთოდ არ ღირს. მოდი, მეხსიერება სილტტვ-ს მსგავსად ნუ გვექნება, 2 კვირის იქით რომ არ გავხსოვს. 2 კვირის წინ ეს გაუთლელი ღლაპი ზუსტად იგივენაირად, ხან იმუქრებოდა, ხან იძახდა, რომ პირველ სხდომაზეო, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ გაფუფლოვდა, სანაძლეოც დავუდე და წააგო", - თქვა გიგი უგულავამ.

 

გუშინ, 24 დეკემბერს მთავრობის დამტკიცების სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ირონიით მოიხსენია.

წაკითხვა 502 ჯერ