ამ გვერდის ამობედვა

რუსი ტუროპერატორები საქართველოში ტურებს არ დაგეგმავენ - ექსპერტი

რუსული გამოცემა „როსსიისკაია გაზეტა“ («Российская газета») აქვეყნებს მასალას სათაურით „ექსპერტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შესაძლო მოგზაურობასთან დაკავშირებით“ (ავტორი - ევგენი გაივა), რომელშიც გადმოცემულია კომენტარი პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების თაობაზე - საქართველოს საზღვრების გახსნასთან მიმართებით.

„პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის, თბილისში და სხვა ქალაქებში რუსეთიდან ჩაფრენა მხოლოდ ტრანზიტით მოხერხდება, მესამე ქვეყნის გავლით“, - ამბობს „როსიისკაია გაზეტა“-სთან საუბარში რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გორინი, - თანაც კორონავირუსის ტესტის შედეგები უნდა წარადგინო, კარანტინის გავლის პირობებით“.

 

ექსპერტის განმარტებით, ამჟამად რუსეთის ტუროპერატორები საქართველოში ტურებს არ გეგმავენ. არ არსებობს რეგულარული ან ჩარტერული ავიამიმოსვლაც.

 

წყარო: https://rg.ru/2021/02/24/ekspert-rasskazal-o-vozmozhnosti-poezdok-v-gruziiu-dlia-rossiian.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 381 ჯერ