"ეს არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო"
ხმა მივეცი საქართველოსთვის - ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.
„სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს.
რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ხმა მივეცი საქართველოსთვის. დღეს ჩვენს 11 მაჟორიტარს და მერობის ერთ კანდიდატს აქვს საარჩევნო დღე და დღესაც მინდა, თითოეულ ამომრჩეველს მოცემული ხმისთვის მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარია გამარტავს, რას ნიშნავს, როდესაც ამბობს, რომ ხმა საქართველოსთვის მისცა.
„საქართველოსთვის - ეს არის როდესაც ჩვენ, საქართველოსთვის მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ. როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის, მე ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ“,- განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- "მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი"- მიხეილ სააკაშვილი
- "დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რაც ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთანაა დაკავშირებული, გადაილახება" - პრემიერი
- "აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის" - ზელენსკი
- " ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან"
- დღეს, აქცია-პერფორმანსი "გზავნილი ქუთაისიდან" - კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" გაიმართა