ამ გვერდის ამობედვა

"დაუძლურებულია, პროგნოზს ვეღარ გავაკეთებ" - ნიკა გვარამია

"კალციუმისა და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა", - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

"დაუძლურებულია... პროგნოზს ვეღარ გავაკეთებ... ადამიანი არ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას- მთავარია კალციუმი და ცილები, მათმა დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე სიარული, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარული. პირდაპირ გეტყვით, ლატარეას თამაშობენ 50/50-ზე ალბათობით. ამის კონსტატაციას ვახდენ უკვე, ემოციურად გადმოცემის თავიც და სურვილიც აღარ მაქვს. ფაქტი არის ეს, ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

წაკითხვა 624 ჯერ

სიახლეები