"სააკაშვილი „ემპათიას“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას მოითხოვს"
სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას - ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, დროულ და კვალიფიციურ ჩარევას საჭიროებს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, ეს გამოხატულია იმაში, რომ მას უჭირს საუბარი და სიარული.
„სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას.
მე არ შემიძლია დიაგნოზის დასმა, თუმცა, როგორც კი პირველადი სისუსტეები, რაც ძალიან ეტყობოდა, ალაგდა, წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნევრული მდგომარეობა. ყველაზე უფრო მძიმედ ახლაა - მას ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზეც, სიარულზეც და ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება. ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია და შეიძლება ასე თვალხილულად არ მიმდინარეობდეს და ამას ანალიზებით ვერ გავიგებთ ვერასდროს, საჭიროებს დროულ და კვალიფიციურ ჩარევას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სიახლეები
- "გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ევროკავშირის ნაწილი გახდეს" - პაველ ჰერჩინსკი
- 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს" - შალვა პაპუაშვილი
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი