"ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია იმიტომ, რომ ვერ გაგვაჩუმა"
ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, ნაწყენია იმიტომ, რომ ვერ გაგვაჩუმა, - ასე შეაფასა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ და იქვე აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხათრით გაჩუმებას არ აპირებს.
„ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა, მაშინ როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს სკოლის მოსწავლე შვილი მეჯდა და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმისთვის, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო. უკაცრავად, როდესაც საქმე ამ ქვეყნის მომავალს, იდეალებს და სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი, ვერავის გამო ვერ გავჩუმდები. გაბრაზებულია და დღეს სხვაგვარად ჰყვება იმას, რაც რეალობაში სხვაგვარად იყო. აქ ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო ფუნდამენტი დავკარგეთ. ჩვენ დავრჩით იქ სადაც ვიყავით და მან ნამდვილად შეიცვალა ხედვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
სიახლეები
- „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ევროპის მასშტაბით დივერსიებს ამზადებს
- “კვირაზე მეტია, უშედეგოდ ველით პასუხს” – ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"