"პარლამენტში დაცვით დადის, როგორ შეიძლება რაიმე დამოუკიდებლად წამოიწყოს" - ბესელია კობახიძეზე

განსხავავებული ტიპის პოლიტიკური ლიდერია პრემიერი გიორგი გახარია და სრულიად სხვა მოვლენაა, ლიდერს ვერ ვუწოდებ, ირაკლი კობახიძეს. ის უბრალოდ ტექნიკური შემსრულებელია, - ამის შესახებ პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ ,,ქართულ ოცნებაში" შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძეს იმის გამბედაობა არ ექნება, რომ რაიმე ტიპის პროცესი გახარიას წინააღმდეგ დამოუკიდებლდად წამოიწყოს.

 

,,კობახიძე პარლამენტის შენობაში დაცვით დადის. წარმოიდგინეთ დეპუტატი, რომელიც პარლამენტის შენობაში დაცვით გადაადგილდება. შინაგანი გამბედაობაც კი არ ჰყოფნის, რომ იქ თავისუფლად იაროს, როგორ შეიძლება მან რაიმე პოლიტიკური პროცესი დამოუკიდებლად წამოიწყოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ ,,ფორმულას" ეთერში.

წაკითხვა 613 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.