ამ გვერდის ამობედვა

"საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძობიარეა" - ირაკლი კობახიძე

საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძობიარეა, ბევრია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება,

- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

საკითხებს შორის, რაზეც მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეჯერება ელის, ირაკლი კობახიძე ასახელებს: - პარტიების დაფინანსებას და დაფინანსების გამჭვირვალობას, უფასო საეთერო დროის განაწილებას, ე.წ. სიჩუმის დღისა და საარჩევნო უბნების გარშემო რადიუსის დაცვის საკითხს.

 

“ეს არის ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო პროცესი. ეუთო/ოდირის-ის მიერ წარმოდგენილია რეკომენდაციები. არის 27 რეკომენდაცია და სამუშაო პროცესი აგებული იქნება სწორედ ამ რეკომენდაციებზე. მსაჯელობა გაიმართება თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 24 ივნისამდე კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, რის შემდეგაც კანონპროექტი მომზადდება.

წაკითხვა 821 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2019