დასტურდება თუ არა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე და დავით სერგეენკო თანამდებობებს ტოვებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს, ასევე პოსტი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დატოვოს.
მისი თქმით, ამ თემაზე არანაირი საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.
"მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ კონკრეტული პირების საქმიანობას ვაფასებთ, როცა მოდიან პარლამენტში, დანარჩენი შეფასება არის პრემიერის პრეროგატივა. უმრავლესობის სხდომის ფორმატში ამაზე საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა ოხანაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, რის ფარგლებშიც პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ცნობით, პრემიერის პოსტზე ბახტაძეს სწორედ მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.
სიახლეები
- "პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო"- შსს
- "რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის"- გიგი უგულავა
- "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა" - შსს
- პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე