ამ გვერდის ამობედვა

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 749 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 24 2019