ამ გვერდის ამობედვა

"პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა"

პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი, - ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას, იყო თუ არა ძალა გადამეტებული 20 ივნისის ღამეს პოლიციელების მხრიდან.

მინისტრის თქმით, ის დაიცვას ყველა პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ცდილობს მოუწყოს სახალხო სასამართლო.

 

„მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი. მკაფოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია“, - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 579 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 27 2019

სიახლეები