კარლ ჰარცელი პროპორციული სისტემის ჩავარდნაზე - რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და პოლარიზაციის რისკებს ზრდის
რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის რისკები არსებობს.
„რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და ასევე ნდობას საზოგადოების ფართო ნაწილის მხრიდან, რაც თავისთავად ზრდის პოლარიზაციის რისკებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ნიშნები ჩანს. დღეს მოლაპარაკებებს გავმართავთ რამოდენიმე მხარესთან, რომ ვნახოთ გამოსავალი. შეხვედრებს ასევე გავმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორებთან”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
სიახლეები
- "ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა და გვთავაზობს რუსეთთან მარტო დარჩენას - სისტემა უნდა დაინგრეს" - ნიკა გვარამია
- "თურმე „გლობალური ომის პარტიას“ მიშა მოჰყავს - სინამდვილეში მიშა თქვენ მოგყავთ, რადგან თუ ასე დააყენებთ საკითხს: პუტინი თუ მიშა, ქართველი ხალხი დაფიქრდება, რომ მიშა სჯობს!" -იაგო ხვიჩია უმრავლესობას
- საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
- 3-დან 12 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია
- არასამთავრობოები მორიგ შეკრებას აანონსებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"