ამ გვერდის ამობედვა

არჩილ თალაკვაძე კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე - მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს.

 

 

„ასევე, ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება და მზადყოფნა გამოხატა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წაკითხვა 477 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 15 2019

სიახლეები