ამ გვერდის ამობედვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა აიკრძალება

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში-თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა,შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული და კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე. პრემიერის თქმით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.

 

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალოს 10 დღით“, - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 1502 ჯერ

სიახლეები