ამ გვერდის ამობედვა

გიორგი გახარია დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმაურება

სრულად ვეთანხმები, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. როგორც იცით საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხადებას შეეხებოდა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს მართლმსაჯულების სისტემამ.

 

„არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და სასამართლომ,"- განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 379 ჯერ