"საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა"
საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება შეძლო და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიოსთვის ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი მოვლენა სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ტურიზმის სექტორისთვის საქართველოში პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა“,-განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი