ამ გვერდის ამობედვა

"არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან" და პრემიერის პოსტზე სააკაშვილს მხარს არ დავუჭერთ"

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ე.წ. ვალდებულებათა ბარათის გარდა, ისინი ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც იღებენ, რომ არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან" და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

 

სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ანალოგიური ვალდებულებების აღებისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენი კამპანია მდგომარეობს იმაში, რომ მოხალისეებთან, აქტივისტებთან, ისევე როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ვალდებულებათა ბარათი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ. გარდა ამისა, ორ სხვა ვალდებულებასაც ვიღებთ, ეს არის უკვე პოლიტიკური ვალდებულება. პირველი ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან" და მას არ შევუქმნით მთავრობას. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, რომ იგივე ტიპის ვალდებულება აიღონ. ასევე, შემიძლია აქვე დავამატო, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს. ეს არის დამატებითი პოლიტიკური ვალდებულება. ყველაზე მთავარი არის ცვლილებების გეგმაში არსებული ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის",-განაცხადა კაპანაძემ.

წაკითხვა 597 ჯერ

სიახლეები