April 26, 2024

"მაგ სიმართლით იარეთ!"-სერგი კაპანაძე ნათია თურნავას

თქვენი ნათქვამია, ლარი როგორც არასდროს ისეთი ჯანსაღიაო, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ჩვენ რომ გვაბრალებთ, თითქოს ომის დროს გავრბოდით, აი, მაგ სიმართლით იარეთ მართლა, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელმა, სერგი კაპანაძემ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პარლამენტის სხდომაზე.

 

კაპანაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ნათია თურნავას განცხადება, რომ წინა ხელისუფლება 2008 წლის ომის დროს ქვეყნიდან გარბოდა. სერგი კაპანაძემ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახლა ერთადერთი, რისი იმედიც მთავრობას აქვს, კორონავირუსია. ამასთან, კაპანაძემ ნათია თურნავას „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი უწოდა“.

 

„400 მილიონი დოლარი ჩაასხით წლის დასაწყისიდან, რომ ლარი შეგენარჩუნებინათ, ოღონდ მაინც გაგექცათ. ესაა თქვენი კრიზის მენეჯმენტი. ახლა ერთადერთი რისი იმედით გაქვთ, არის კორონავირუსი. ამის ზურგსუკან ხართ ამოფარებული და იმედი გაქვთ, რომ არჩევნების დღემდე გადააგოროთ და ეს ჩაფლავებული რეაქცია ყველაფერზე, არ აგიფეთქდეთ. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ხვრელები ამ საცერში. თქვენ მოკალით რეალურად ეკონომიკა, 20 ადამიანი რომ იყო დაავადებული მაშინ დრაკონული ზომები შემოიღეთ. არჩევნები მოდის და იმის მერე რა მოხდება არ გაინტერესებთ. როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით. ალბათ ამიტომაა, აქ რომ მოდიხართ საუბრობთ 2007 და 2008 წელს ცუდი რა იყო, ოღონდ დღეს რა არის, ის გავიწყდებათ. მარტო ჩაფლავებული მთავრობა კი არ ხართ, მთავრობა ხართ, რომელიც პრობლემის ნაწილად იქეცით. იტყუებით, რომ გავრბოდით ომის დროს, არ გრცხვენიათ მაინც?,“-განაცხადა კაპანაძემ.

წაკითხვა 442 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.