"უნდა ვიშრომოთ, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში"
დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. საერთოდ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ქართველებმა და აფხაზებმა ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად ძლიერ და განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.
„დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
სიახლეები
- "შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებებისთვის" - ირაკლი კობახიძე
- "მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული, დაშინების მეთოდია" - პრეზიდენტი
- პარლამენტთან აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება
- "გამჭვირვალობის კანონი ქმნის მტკიცე გარანტიებს გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა"