ამ გვერდის ამობედვა

ჯანდაცვის მინისტრი: მთავრობა „ლოკდაუნს“ არ განიხილავს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკრაძის განცხადებით, მთავრობა „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას არ განიხილავს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

 

„ლოკდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოკდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ,“- განაცხადა ტიკარაძემ.

წაკითხვა 371 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2020

სიახლეები