ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
აქტივისტი ილია ღლონტი საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
