ივნისი 13 2026

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება - თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.


ივნისი 13 2026

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველო - ლელო“ კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომელიც მონაწილეობდა „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებში, სადაც, „ფაქტობრივად, ჩანს, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, რეალურად აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პირებს“.


ივნისი 13 2026

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.


ივნისი 12 2026

ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია და ისინი ძალიან ჩქარობდნენ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.


ივნისი 12 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 13 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6577, ევრო – 3.0768, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5658 ლარი ეღირება.


ივნისი 09 2026

“ჯერჯერობით მმართველი გუნდი მაინც ცდილობს თავისი გაიტანოს და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამერიკამ უკან დაიხია, რომ ტრამპის პოლიტიკა განსხვავდება ბაიდენის, ანუ წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან და სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ. რამდენად გამოუვათ, სხვა საკითხია, თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ არის... როდესაც ამერიკის მხრიდან, თუნდაც მინიშნებით, სახელდება ტრიო - რუსეთი, ირანი და ჩინეთი, ფაქტობრივად, შეგვიძლია ეს სამი ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეთა ბანაკად განვიხილოთ, განსაკუთრებით ლავროვის იმ განცხადების შემდეგ, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომი გახდა. ეს ეხება როგორც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე, ისე სამივეს ერთობლივად. ამიტომ “ოცნების” პრობლემები აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აქ ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდება და სუვერენული ავტოკრატია იარსებებს.


ივნისი 09 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 10 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6607, ევრო – 3.0779, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5643 ლარი ეღირება.


ივნისი 09 2026

საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს.


ივნისი 08 2026
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება სავალდებულო მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან იქნება. ამ ნორმის ამოქმედება პირველი სექტემბრისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვადის ამოქმედების თარიღი იცვლება.
 

ივნისი 08 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6625, ევრო – 3.0683, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5518 ლარი ეღირება.


გვერდი 1 სულ 1385
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.