• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

,,მგონი, უკვე რთულია, რამენაირად სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები”- შალვა პაპუაშვილი

ivlita ავტორი ivlita
ოქტომბერი 9, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა
0
,,რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული”- შალვა პაპუაშვილი
0
გაზიარება
17
ნახვა
გაზიარება Facebook

მგონი, უკვე რთულია, რამენაირად სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები. ერთი მხრივ, EPP-ს სააკაშვილი მთავარ დემოკრატად მიაჩნია დღემდე. ეს ღირებულებითი უფსკრულის პირას მყოფი პარტიული გაერთიანებაა. მეორე მხრივ ვხედავთ პოსტსაბჭოთა ე.წ. ლიდერებს, გორბაჩოვის თანამებრძოლ იუკნევიჩიენეს, ასტრახანელ გერმანელებს და ასე შემდეგ. ეს ადამიანები სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან და ამით ინფილტრირებული ჰყავთ ევროპარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა ასე უპასუხა კითხვას საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება.

„აქ გასაკვირი არაფერია. ასეთი უკვე 9 რეზოლუცია გვაქვს, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ, მესამე რეზოლუციაა, სადაც ჩემი სახელი და გვარიც ამოვიკითხე. ჩვენ შემდეგნაირად უნდა შევხედოთ – ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციური უფსკრულისკენ, ევროპარლამენტი უკვე იქ იმყოფება, ცივილიზაციურუფსკრულში და იქიდან გვესაუბრება. ამიტომ იმისთვის, რომ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რამენაირად განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა.

[ევროპარლამენტი] მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას, იგივე ესთეტიკაა. დღესაც შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტში 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ზუსტადროგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები, იგივე ლანძღვას ვისმენდით. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე? როგორც მაშინ ქართველმა ხალხმა ყურადღება არ მივაქციეთ იმ ლანძღვას, რომელიც მოდიოდა ამ ყრილობიდან, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვას, იმ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომზოგიერთს ევროპარლამენტარს აქვს ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რასა იუკნევიჩიენეს უბრალოდ რომ ვეზიზღებით ქართველები, ეტყობა მის ლექსიკაში, რიტორიკაში. მას პირად მტრად ჰყავს სტალინი და რადგან სტალინი ქართველი იყო, ზიზღი აქვს ქართველების მიმართ, რომელიც ვერ მოუნელებია.

ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით, ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებენ, ჩვენ ასეთ ხალხთან ერთ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელსაც ქართველების მიმართ პირდაპირ ზიზღი აქვს და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

წინა პოსტი

,,საქართველოსთან ჩვენი მჭიდრო კავშირები არარეგიონულ მოთამაშეებს ყელში ეჩხირებათ”- მარია ზახაროვა

შემდეგი პოსტი

,, ან არაკვალიფიციურია ბრიუსელი, რომ გვაძლევს რჩევებს, რომლითაც უნდა დავზიანდეთ, ან მავნებელია და სპეციალურად ითხოვს ისეთ რაღაცებს საქართველოსგან, რომ დავზიანდეთ”- შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი
,,რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი, რაც კარგი ხდება, თავად დაიბრალოს, რადგან თვითონ კარგს ვერაფერს აკეთებენ” – შალვა პაპუაშვილი

,, ან არაკვალიფიციურია ბრიუსელი, რომ გვაძლევს რჩევებს, რომლითაც უნდა დავზიანდეთ, ან მავნებელია და სპეციალურად ითხოვს ისეთ რაღაცებს საქართველოსგან, რომ დავზიანდეთ"- შალვა პაპუაშვილი

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

რატომ არ შეიძლება თვალის კუთხეებიდან გამონადენის თითებით მოშორება?

რატომ არ შეიძლება თვალის კუთხეებიდან გამონადენის თითებით მოშორება?

ნოემბერი 22, 2026
2027 – ცეცხლოვანი თხის წელი: რა გველოდება, რომელი ფერები მოგვიტანს კეთილდღეობას და რა უნდა გვედოს საახალწლო სუფრაზე

2027 – ცეცხლოვანი თხის წელი: რა გველოდება, რომელი ფერები მოგვიტანს კეთილდღეობას და რა უნდა გვედოს საახალწლო სუფრაზე

ნოემბერი 22, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია