საქართველოსთან უმჭიდროესი კავშირები გვაქვს. გვაქვს საერთო ისტორია, რელიგია და ტრადიციები. ჩვენ გვაერთიანებს ოჯახური კავშირები და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა.
მართლაც, ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა ჩასული, ხოლო ჩვენი ვრცელი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი მიმართულებაა. ეს ასევე გადამწყვეტი ფაქტორია.
ჩვენ მზად ვართ, შემდგომშიც განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები და განვამტკიცოთ მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის.
შეუძლებელია, უყურადღებოდ დავტოვოთ, რომ არსებული ვითარება ყელში ძვალივით ეჩხირება რეგიონის მიღმა მყოფ ბევრ ისეთ მოთამაშეს, რომლებიც ცდილობენ, საქართველო სახიფათო, რუსოფობიურ ავანტიურებში ჩაითრიონ.
ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ მკაფიოდ და ლაკონიურად თქვა, რომ ეს ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის. არ აპირებენ, თავად იმოქმედონ საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი თავის საზიანოდ.
ჩვენ გაგებით ვეკიდებით რესპუბლიკის მცდელობებს, აღკვეთოს ან ბარიერები აღუმართოს გარედან მომდინარე ამ დესტრუქციულ გავლენებს და, ამავდროულად, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლოს უცხოელ პარტნიორებთან. ეს სრულად შეესაბამება სუვერენიტეტის კონცეფციას: დესტრუქციული გავლენების აღკვეთას, რომლებიც მიზნად ისახავს არა დახმარებას, არამედ ისეთი ნების თავსმოხვევას, რაც დამანგრეველ პროცესებს იწვევს. და ამავდროულად, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის მზადყოფნის შენარჩუნებას.









