• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

რუსული რაკეტებით შეტევას კიევში მსხვერპლი მოჰყვა

ivlita ავტორი ivlita
სექტემბერი 24, 2026
ში ახალი ამბები, მსოფლიო
0
რუსული რაკეტებით შეტევას კიევში მსხვერპლი მოჰყვა
0
გაზიარება
19
ნახვა
გაზიარება Facebook

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, რომელსაც რუსეთის ჯარებმა რაკეტებით დაარტყეს. შეტევა 23-დან 24 სექტემბრის ღამით დაიწყო.

პირველი ცნობები მსხვერპლის და სხვა შედეგების შესახებ გამთენიისას გამოქვეყნდა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე.

კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. პოდოლსკის რაიონში დაზიანებულია სამშობიარო სახლის და დიაგნოსტიკური ცენტრის შენობები.

ორი დაღუპულიდან ერთი სამშობიარო სახლთან მდებარე ავტოსადგომზე იმყოფებოდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კიევში ორი დაღუპულის გარდა, სულ მცირე, 8 დაშავებულია. დედაქალაქის სოლომიანსკის რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დამწვარია სასაწყობე შენობა, ხოლო დნეპრის რაიონში დაზიანებულია 3-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 24 სექტემბერს დილით გავრცელებული ცნობით, ღამის განმავლობაში კიევში და ოდესის ოლქში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, ტელეკომუნიკაციის და ლოგისტიკის ცენტრებს და უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოყენებულ გემებს”.

ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის შეტევის შედეგად დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების სახურავი და ზედა სართული. ათ ახლომდებარე სახლსა და სკოლაში ფანჯრებია ჩამსხვრეული. მსხვერპლი არ არის.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ჯარებმა რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს. ოლქის ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაშავდა. დარტყმის ქვეშ მოექცნენ საავადმყოფო, გიმნაზია, სახლები, სავაჭრო ცენტრი და საწყობები.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა იმ დროს, როცა ამერიკელ კონგრესმენებთან განიხილავდა „ლინდსი გრემის კანონს“ და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას.

ზელენსკის და კონგრესმენების შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა 24 სექტემბერს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთი ზეწოლის გარეშე ომს არ დაასრულებს, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა კიევს დაარტყა, როცა ხალხს ეძინა და მისი სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სახლები, სამშობიარო სახლი, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა კიევში დაღუპულთა ნათესავებს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთის ყველა მსგავსი შეტევა ხდება იმის გამო, რომ „აგრესორზე ზეწოლამ ტოტალური ხასიათი ვერ მიიღო” და რუსეთი მიიჩნევს, რომ „ბალისტიკური ტერორის“ გაგრძელება შეუძლია. ზელენსკიმ აშშ-ს ძლიერი რეაგირებისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების რეალიზების გარდა, კვლავ მოუწოდა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უკრაინის დახმარებისკენ.

წინა პოსტი

,,ბოიკოტობანა, პარლამენტში საქმიანობა არ შევასრულოთ ოპოზიციონერებმა, არასწორი ტაქტიკა იყო”- იაგო ხვიჩია

შემდეგი პოსტი

ჩინეთში საყლაპავის კიბოს გამოსავლენად ხელოვნური ინტელექტის მოდელი შექმნეს

შემდეგი პოსტი
ჩინეთში საყლაპავის კიბოს გამოსავლენად ხელოვნური ინტელექტის მოდელი შექმნეს

ჩინეთში საყლაპავის კიბოს გამოსავლენად ხელოვნური ინტელექტის მოდელი შექმნეს

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა” – ნიკა გვარამია

“პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა” – ნიკა გვარამია

ოქტომბერი 24, 2026
ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილს ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით უჩივლა

ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილს ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით უჩივლა

ოქტომბერი 24, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია