• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“აკრძალვა არ ეხება მხოლოდ რიგით პარტიებს, სინამდვილეში ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ოქტომბერი 22, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
“ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, არა თუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს”
0
გაზიარება
10
ნახვა
გაზიარება Facebook

როგორ შეიძლება, ყველა პარტიის აკრძალვა განიხილო და ამ დროს სრულიად გამიჯნული არ იყოს ბრალდებები?! ბრალში ჩვენ რომ არაფერი გვიწერია, რვაჯერ რომ ვართ ნახსენები, 5-ჯერ უბრალოდ სათაურში და ჩამონათვალში ვართ ნახსენები პოლიტიკური პარტია “ძლიერი საქართველო – ლელო”, რა შემადგენლობაში განვიხილავთ, საერთოდ რა ბრალია? , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველო – ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი განიხილავს.

კუპრაძის თქმით, აღნიშნულ პროცესთან მიმართებით ნდობის კრიზისი არსებობს და აქედან გამოსავალი არის ის, რომ მოსამართლეთა პლენუმმა სტრასბურგის სასამართლოს პროცედურულ საწყისებზე მიმართოს.

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესი, სამართლებრივი რატომ არის ახსნას არ დავიწყებ, ავხსნი რატომ არის პოლიტიკური – იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში 89 დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან გადაწყვიტა, აკრძალოს 5 პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით და გადაწყვეტილებით. ეს აკრძალვა არ ეხებათ მხოლოდ რიგით პარტიებს, ჩემს პარტიას, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს.

არსებობს ნდობის კრიზისი ამ პროცესთან მიმართებით. დღეს ჩემს წინ უნდა იჯდეს 9 პატივცემული მოსამართლე, თუმცა ეს ასე არ არის, მის ნაცვლად წარმოდგენილია 7 მოსამართლე – ერთი მოსამართლე ვერ დანიშნა საქართველოს პარლამენტმა, ერთი გამოაკლდა იმის გამო, რომ თვითაცილება დააყენა და არ გაითვალისწინა პლენუმმა ეს ყველაფერი და შემდეგ ვნახეთ, რომ საერთოდ დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა. ქრონოლოგიას მივიყვან ბოლომდე, ლოგიკა ხომ უნდა დაინახოთ რაზე ვსაუბრობ?!

ნდობის კრიზისი არის იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. სულ ახლახან განახლდა პლენუმი ორი მოსამართლით და ის ორი მოსამართლე, რომელიც აღარ არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, იგულისხმება, რომ ორივეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და ეს მოსაზრებები ნათელია საზოგადოებისთვის – აზრები იყო გაყოფილი. ამ ქრონოლოგიამ აჩვენა ის, რომ შესაძლოა აქ არსებობდეს პოლიტიკური დაინტერესება, რომ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, აიკრძალოს მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნება პოლიტიკაში.

ნდობით სარგებლობს დღეს სტრასბურგის სასამართლო, სარგებლობდა სხვათა შორის წინა ხელისუფლების დროსაც, როცა როინ შავაძის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ და ჩემთვის ახლაც სარგებლობს ნდობით სტრასბურგის სასამართლო.

გამოსავალი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემადგენლობამ, პლენუმმა მიიღოს გადაწყვეტილება. მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, ეს იქნება დამატებითი ნდობის შესაძლებლობა, რომ ის პროცედურები, რომელზეც მაგალითად ახლა ვერ ჩამოვყალიბდით, შუამდგომლობები როგორ უნდა განგვეხილა, ვიწყებთ ერთი მეთოდით, მერე შუა გზაში შევცვალეთ, მერე ეს გადავაკეთეთ სხვანაირად, ვერ შევთანხმდით ვერანაირ პროცედურულ საწყისზე, რომლითაც იმართება პროცესი და იქნებ, აქვს სტრასბურგის სასამართლოს ეს გამოცდილება.

როგორ შეიძლება, ყველა პარტიის აკრძალვა განიხილო ამ დროს სრულიად გამიჯნული არ იყოს ბრალდებები?! ბრალში ჩვენ რომ არაფერი გვიწერია, რვაჯერ რომ ვართ ნახსენები, 5-ჯერ მართლა უბრალოდ სათაურში და ჩამონათვალში ვართ ნახსენები პოლიტიკური პარტია “ძლიერი საქართველო – ლელო”, რა შემადგენლობაში განვიხილავთ, საერთოდ რა ბრალია? უნდა მიმართოთ, რა პრაქტიკა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი, პროცესს ჰქონდეს ნდობა და მეორე, დაზუსტდეს, საერთოდ რეალურია თუ არა ის ბრალი, რომელიც წამოყენებულია?! ნდობის კრიზისზე მიუთითებს ის, რომ ამ დროის განმავლობაში სამჯერ მოხდა სარჩელის შემოტანა ორი გაწვევით და შემოტანით, ამ დროის განმავლობაში ორი სარჩელის წარდგინების პირობებში ვნახეთ რომ რამდენიმე თვე დასჭირდა სასამართლოს, მესამე შემთხვევაში, როცა პლენუმის შემადგენლობა იყო განახლებული საზოგადოება დარჩა აღქმა, შეიძლება სუბიექტური ვარ, სამ დღეში ჩაინიშნა ახალი პროცესი იმ მოსამართლეებისთვის მათ შორის რომლებიც სულ ახლახან არიან დანიშნულები, შერჩეულები ამ პლენუმში. ეს ნდობის კრიზისი არსებობს ეს შეიძლება თქვენთვის მიუღებელია მაგრამ ამ კრიზისის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს ის, თუ თქვენ მიმართავთ სტრასბურგის სასამართლოა რომ სარეკომენდაციო ხასიათის შეკითხვაზე გასცეს პასუხი, მათ შორის პროცედურულ ნაწილზე იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო საქმე, რომლითაც პრეცედენტი უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში. არ არსებობს არანაირი განსაზღვრება როგორ უნდა განვიხილოთ ეს კონკრეტული საქმე”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

წინა პოსტი

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, არა თუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს”

“აკრძალვა არ ეხება მხოლოდ რიგით პარტიებს, სინამდვილეში ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს”

ოქტომბერი 22, 2026
ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს

ოქტომბერი 22, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია