თავისთავად ასეც უნდა იყოს, არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება.
ჩვენ წლების განმავლობაში სამწუხაროდ გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორების დაფინანსებით სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლება, რაც არის აბსოლუტური აცდენა, თავად ევროპული წარმოდგენებისა, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას.
კიდევ ერთხელ, ცილისწამება, სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი.
ამიტომ, ყველა, ვინც ცილს სწამებს, ყველა, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, ყველას მიმართ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები და ასეთი ინსტრუმენტები ყველამ უნდა გამოიყენოს, ვინაიდან, ცილისწამებაც ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჰიბრიდული კამპანიებისა იმისთვის, რომ ადამიანების, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მუშაობდნენ ესა თუ ის ჯგუფები.








