კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ოქროს არალეგალური მაღაროს ჩამოშლის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
მიწის ჩამოშლის შედეგად მაღაროში მომუშავე მეშახტეები ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ.
როგორც ადგილობრივი ტელეარხი იუწყება, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
ეს რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში მაღაროს ჩამოშლის მეორე შემთხვევაა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. აგვისტოში, ნარინიოს დეპარტამენტში მომხდარი მსგავსი შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია აღნიშნავს, არალეგალური სამთო მოპოვება კოლუმბიის სოფლებში გავრცელებული პრაქტიკაა. უსაფრთხოების სათანადო ზომების არარსებობა კი ასეთ ობიექტებზე უბედური შემთხვევების რისკს ზრდის.








