,,არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ გამჭვირვალობის კანონის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ემსახურება ქვეყნის დაზიანებას.
,,არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს – დაფინანსებული. სასანქციო არაფერი არ არის და, თუკი ჯანსაღად შევხედავთ, ადვილად დავინახავთ ამ პოლიტიკურ მიკერძოებას.
მათი იდეაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, როგორმე ეს ქვეყანა ჩართონ იმ დაპირისპირებებში, რომელიც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს მსოფლიოში. ვითომ ხელისუფლებას ებრძვის, ამ დროს, რეალობაში, იდეა, აზრი, საბოლოო მიზანი, სწორედაც ქვეყნის დამარცხებას ითვალისწინებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გერმანული “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის” ოფისი NGO-მ თავად დახურა, მიზეზად კი გამჭვირვალობის კანონი დაასახელა.








