,,გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი – საქართველო ყოფილიყო მსხვერპლი ისეთი რევოლუციისა, როგორიც ახლა თავადვე მიიღეს გაასმაგებული მასშტაბით,”-
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბრიუსელზე საუბრისას აღნიშნა.
,,ქვეყანა ვალდებულია, კანონით დაიცვას საკუთარი თავი. ასეთ განცხადებებს, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ველოდებოდით 2019-შიც, 20-შიც, 21-შიც, 22-ში, 23-ში და 2025 წელსაც. არანაირი ასეთი განცხადება არ გაკეთებულა. გეგმა ეგ იყო, რომ საქართველოში ეს ცეცხლი, რომელიც არაერთხელ დაანთეს, ყოფილიყო იმდენად მძლავრი, რომ სახელმწიფოში მომხდარიყო გადატრიალება და ძალისმიერი ცვლილება ხელისუფლების. აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი, რომ საქართველო სწორედაც ყოფილიყო მსხვერპლი ასეთი რევოლუციისა, რაც მიიღეს გაათმაგებული და გაასმაგებული მასშტაბით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.









