• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“გარდა ძალადობისა, ციხეებში ბევრი პრობლემაა” -მიხეილ სააკაშვილი

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ოქტომბერი 9, 2026
ში ახალი ამბები, სლაიდერი, სოციალური მედია
0
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”
0
გაზიარება
12
ნახვა
გაზიარება Facebook

ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ, ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა შეაჩერა და არსებულ დაწესებულებებს მიაშენა კორპუსები.

„გარდა ძალადობისა, ციხეებში არის სხვა ბევრი პრობლემა. მე, უკვე 5 წელზე მეტია, ტყვეობაში ვარ და შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები და გამოცდილება. ამ წლებში მოხდა „ნაცმოძრაობის“ დროს აშენებული გამართული ციხეების კორპუსების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოუვლელობის გამო. ძალიან გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელში, როგორც ჩანს, კორუფციის კიდევ უფრო მომატების გამო, ბოლო 2 წელიწადში კატასტროფულად გაუარესდა საკვების ხარისხი. უმეტესი საკვები უბრალოდ არ იჭმევა და ამასთან ერთად, ვეღარც გარედან შემოაქვთ საკვები. თუ ადრე ამანათების შემოტანა ყოველდღე იყო შესაძლებელი, ახლა – მხოლოდ თვეში ორჯერ. ახლახან აკრძალეს „ფლეშკებით“ ვიდეოფილმების შემოტანა (რომლებიც პატიმრებისთვის დროის მოკვლის შესაძლებლობა იყო).

შევარდნაძის დროს იუსტიციის მინისტრი ვიყავი და მახსოვს, რა საშინელება იყო მაშინდელი ციხეები, შემდეგ ისინი დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ. მათ შორის, 2012 წლამდე გვქონდა დაწყებული ნორვეგიული სტანდარტის დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. ეს „ქოცებმა“ გააჩერეს. სამაგიეროდ არსებულ დაწესებულებებს მოაშენეს კორპუსები. მაგალითად, რუსთავის ციხეს, რომელშიც ვიმყოფები, მოაშენეს ნაწილი და 1 თვის წინ ციხე გაიბზარა, ძველ ნაწილს და „ქოცების“ მოშენებულ ნაწილს შორის გაჩნდა დიდი ბზარი, რომელზეც გადაბიჯება მიხდება ყოველ ჯერზე, დერეფანში მოძრაობისას (რა სიმბოლურია!). განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ. ნუ შეაყოფინებთ ამათ თითებს კიდევ უფრო ღრმად. ამოიღეთ ხმა! ამაზე უარესი მაინც არ იქნება. მე პირადად ძალიან ხმამაღლა ვაპროტესტებ ყველაფერს.

ვინაიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა, რომ ციხეებში რეგულარულად დაუშვან კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახების წევრები. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, გაესაუბრონ პატიმრებს, გაეცნონ შეზღუდვების მოტივაციას და გაასაჩივრონ უაზრო შეზღუდვები, დააყენონ „უდოს“ სამართლიანად გამოყენების საკითხი, თვითონ გააკონტროლონ საკვების ხარისხი და სანიტარული მდგომარეობა. დააყენონ ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციაზე. ამ ყველაფერს მალაპარაკებს ჩემი პირადი გამოცდილება და ის, რომ აქ გავიგე ის, რასაც გარედან ვერ გავიგებდი, თან ამ ყველაფერზე ვითვალისწინებ, რომ ციხეში, გარდა უდანაშაულოდ მოხვედრილი ხალხისა, უმრავლესობას შეადგენენ ნამდვილი კრიმინალები, რომელთაგან ფართო საზოგადოების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ და ჰუმანურ ფარგლებში.

ისე კი, ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ, ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული. აუტანელია იმის ხილვა, რომ „ქოცების“ პირობებში ციხეებიდან ისევ კონტროლდება ქვეყანაში დანაშაული“, – წერს სააკაშვილი.

ამასთან ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „ე.წ. ციხის კადრები დადგმული იყო“.

„გეყოთ სიმართლისგან გაქცევა. ცოცხის კადრებიც დადგმული იყო და „კარანტინის კადრებიც“ და ამას წყალი არ გაუვა! ეს იყო სპეცოპერაცია. ჩვენს დროს იყო პრობლემები ციხეებში. გაიხსენეთ საიდან დავიწყეთ – შევარდნაძის დროს წინასწარი დაკავების საკანში დათვი ჰყავდათ პატიმრების დასაშინებლად. ციხეებიდან აკონტროლებდა ქურდული სამყარო დანაშაულს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ქურდების განეიტრალებისთვის გატარდა ზომები, მათ შორის გადამეტებული, მაგრამ ნამდვილად არ ხდებოდა გაუპატიურებები, პატიმრების მიგზავნა სხვა პატიმრების საცემად, ციხის უფროსების მკვლელობები. ბევრად უკეთესი იყო კვება და სანიტარული პირობები.

შეადარეთ ჩემი რეაქცია ციხის კადრებზე 2012 წელს, ეგრევე გავხსენი ციხეები, შევუშვი ჟურნალისტები, ოჯახების წევრები, სასულიერო პირები მასიურად. მინისტრიც გადავაყენე და ნახეთ ახლა ამათი რეაქცია ახლანდელ ნამდვილ კადრებზე – ციხეების დაკეტვა, რეპრესიები, რეჟიმის გამკაცრება და მოძალადე პერსონალის საჯარო წახალისება. ე.ი. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე სუსტი ვიყავი და თვითონ ბოლომდე უჭერს ხელს. ჰოდა, წაიტეხავენ კიდევაც კისერს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა პოსტი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ოქტომბრიდან

შემდეგი პოსტი

“დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის” – “პეტრიოტების” დეფიციტის ფონზე რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას ანადგურებს

შემდეგი პოსტი
“რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება” – ვლადიმერ პუტინი

“დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის” - “პეტრიოტების” დეფიციტის ფონზე რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას ანადგურებს

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ოქტომბერი 9, 2026
“რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება” – ვლადიმერ პუტინი

“დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის” – “პეტრიოტების” დეფიციტის ფონზე რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას ანადგურებს

ოქტომბერი 9, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია