გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ
გიორგი ვოლსკიმ საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
„არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ. გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს – გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.









