• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო საპროცესო გარიგებით, ან სხვების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ნოემბერი 17, 2026
ში ახალი ამბები, სამართალი
0
“დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო საპროცესო გარიგებით, ან სხვების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე”
0
გაზიარება
8
ნახვა
გაზიარება Facebook

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე – ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა!, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დადგმული სცენარი არ ეხება მის „ქოლცენტრებთან“ კავშირს, არამედ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომლის ავტორი არის სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე. კილაძე აღნიშნავს, რომ მდინარაძეს მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

ამასთან, ჟურნალისტი აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს და ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს ან თავისუფლებაზე, ან ციხის საკნიდან.

“თქვენო ღირსებავ, ვიცი, რომ ჩემი განაჩენი უკვე დაწერილია, მაგრამ ჩემს პოზიციას მოკლედ მოგახსენებთ, ისტორიისთვის, ოქმისთვის და მომავლისთვის.

ერთ პროცესზე კითხვა დამისვით – რატომ უფრო მოკლე გზა არ აირჩიეს – „ქოლცენტრების“ მონოპოლია რატომ არ დაგაბრალოთ. მას მერე მეც ვფიქრობ ამ კითხვაზე – რატომ? ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვის აქცენტებმა ამ კითხვაზე პასუხი ჩამომიყალიბა. ეს არ იყო „ქოლცენტრების“ საქმე! ეს იყო სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის, მისი რეპუტაციული სიკვდილისათვის, „ქრონიკა +“-ის დასახურად!

პროკურორმა ბრძანა ელისო კილაძე რიგითი ჟურნალისტი არ იყო, აქ ბრალდებულ ჟურნალისტებს არ ჰგავსო, დიდი აუდიტორია ჰყავს და ცნობადი სახეაო. მიმოწერის და ზარების აკრძალვის დაყენებისასაც ასე წერეს – მისი ცნობადობის და კავშირების გათვალისწინებით, შეეცდება საზოგადოება დაარწმუნოს მის სიმართლეშიო. ესაა თქვენს კითხვაზე პასუხიც.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ ჩემს რეპუტაციას, პრინციპებს, სამართლიანობისთვის ბრძოლას შევალიე. ამ საქმით სწორედ ამ მონაპოვარს ანადგურებენ.

„თავს წარმოაჩენდა როგორც „ქოლცენტრებთან“ მებრძოლი ჟურნალისტი, მზადაა ფულის სანაცვლოდ ნებისმიერი ადამიანი „გააშავოს“, ჯიბლაძის დაკვეთით ჩავიდა ბათუმში, „ქოლცენტრის“ საინფორმაციო მხარდამჭერი იყო ფულის სანაცვლოდ“ – ასეთ ფრაზებს ბლომად შეხვდებით ოქროს მოწმეების გამოკითხვის ოქმებში (მამუკა მდინარაძის სცენარი).

დახურეს პროცესი, იმიტომ რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ჩემი სიმართლე. მიუხედავად ასეთი იზოლაციისა, ხალხმა არ დაიჯერა რომ „ქოლცენტრების“ მხარდამჭერი ვიყავი და ფულს ვიღებდი. არ დაიჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ვარ (ფარცხალაძეს საერთოდ არ ვიცნობ), რომ ფულს მიხდიდნენ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის და ჟურნალისტური გამოძიებებისთვის.

რთული გზა გავიარე. არ იყო მარტივი ცხრა თვე სამარტოო საკანში, მენატრებოდა შვილის ხმის გაგონება, ჩემი შვილიშვილების ყველა წარმატება გამოვტოვე, მაგრამ სიმართლე მაძლიერებდა. მაძლიერებდა ხალხის მხარდაჭერა, რომელიც კვირიდან კვირამდე ადვოკატის მეშვეობით აღწევდა ჩემთან, მაძლიერებდა ჩემი კოლეგების, რედაქტორების, ჟურნალისტების პროტესტი და პეტიცია, რომელიც გენერალური პროკურატურის მხრიდან უპასუხოდ დარჩა, მაძლიერებდა ჩემთვის უცნობი მძღოლის თანადგომა, რომელმაც საკუთარ ავტომობილს დააწერა – თავისუფლება ელისო კილაძესო და მომიწოდა, არ დანებდეო. არ დავნებდი, გადავრჩი, გავძლიერდი და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ, დღეიდან ან თავისუფლებაზე, ან ციხის საკნიდან.

თქვენო ღირსებავ, ეს დადგმული სცენარი არ ეხება ჩემი საქმიანობის შესწავლას, „ქოლცენტრებთან“ ჩემს კავშირს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუს-ის ყოფილი დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური.

დასასრულს, მადლობა ჩემს ადვოკატებს, ტიტანური შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ამ სპეციფიკური საქმის სიმართლე ბევრი ადამიანის ყურამდე მიეტანათ, მადლობა ჩემს გუნდს, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დრომდე უხელფასოდ მუშაობენ. თქვენ მოუსმინეთ აქ რამდენიმე მათგანს, ამ გულწრფელი ემოციების და თავისუფლებისთვის გადახდილი მადლობის უკან ჩვენი პროფესიული ურთიერთობის ბევრი დღე და საათი დგას. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, ძმას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, მოკითხვა ჩემს ლიზას და ჩემს ჩემპიონ ნიკას, რომელმაც ჯერ არ იცის ბებო სად გაქრა. მადლობა ჩემს მეგობრებს! თავს არ შეგაწყენთ, უკან არ დაუხევია, სახე არავის დაუკარგავს.

მადლობელი ვარ სახელმწიფო ბრალდების – ამ ტრიბუნასთან რომელიმე ნარკორეალიზატორი რომ არ დააყენეს და მძიმე ნარატივი არ განავითარეს – ნარკოტიკებთან, ბარიგებთან და ნარკოპოლიციელებთან ჩემი უკომპრომისო ბრძოლა რომელიმე ნარკორეალიზატორის დაკვეთად არ გამოაცხადეს.

ციხე სულ სხვა გამოცდილებაა. ბევრი ღირსეული ოფიცერი და თანამშრომელი შემხვდა ამ სისტემაში. ბევრი სიყვარული, თანადგომა და თანაგრძნობა მივიღე მათგან. ბევრი ემოციური მოგონება დამიგროვდა და როცა საშუალება მექნება, მოვყვები. პერსონალური მადლობა ნესტან ვერულაშვილს.

მე არ ვიცი როგორი იქნება ჩემი განაჩენი, მაგრამ ადამიანურად მადლობელი ვარ თქვენი ბატონო მოსამართლევ, პროცესები მშვიდ გარემოში წარმართეთ, არ იყავით შეზღუდული და არ იყენებდით რეპრესიულ სანქციებს.

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე.

ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა – ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ინფორმაციისთვის, ელისო კილაძის მიერ სასამართლო დარბაზში წარმოთქმული აღნიშნული სიტყვა მედიას ადვოკატმა გაუზიარა, ვინაიდან სხდომა დახურული იყო.

წინა პოსტი

“მეუფე იობმა რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს” – მიხეილ სააკაშვილი

შემდეგი პოსტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

შემდეგი პოსტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

პროკურატურამ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურა, ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 17, 2026
“სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი” – სანდრო თვალჭრელიძე

“სისტემაში ძალიან ღრმა ბზარია გაჩენილი” – სანდრო თვალჭრელიძე

ნოემბერი 17, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია