დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება ომის დასრულებას ხელს ვერ შეუწყობს.
უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ვთვლი, რომ დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია. სამწუხაროდ, ამ გზით პუტინის შეჩერება შეუძლებელია. პირიქით, ის ბედნიერია, რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინმა მკვლელობები, ჩვენს ენერგოსექტორზე დარტყმები და ეს ომი შეწყვიტოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.








