ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია რეგიონის პრეზიდენტმა ემილიანო გარსია-პაგემ ესპანურ მედიას დაუდასტურა.
როგორც მანამდე იუწყებოდნენ, ათობით ადამიანი მძიმე დაზიანებების გამო კვლავ მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Renfe-სა და კერძო ოპერატორ Iryo-ს მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტი კომპიუტერული სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.








