• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, არა თუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ოქტომბერი 2, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა, სლაიდერი
0
“ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, არა თუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს”
0
გაზიარება
19
ნახვა
გაზიარება Facebook

“არაქართულმა ოცნებამ“ გადაიმეორა და შეისისხლხორცა ყველა ის დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში არსებობდა, რაც მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანური ქცევები იყო გამოვლენილი. პატიმრების წამებით ხელისუფლებაში მოსული ძალა „არაქართული ოცნების“ სახით დღეს თავად არის პატიმრების მხრიდან წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვაში ბრალდებული, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს ობიექტური გამოძიება, რომლის დასრულებამდეც ყველა მონაწილე პირს უფლებამოსილება შეუჩერდეს. ასევე აუცილებელია, რომ ამ პროცესებში ჩაერთონ საერთაშორისო ადამიანების უფლებადაცვითი ორგანიზაციები.

„ძალიან მარტივია მოცემულობა გავიაზროთ – 14 წლის წინ „არაქართული ოცნება“ ციხის კადრებითა და სკანდალით მოვიდა ხელისუფლებაში. შემდეგ ამ 14 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად ბოლო წლებში, ვხედავთ და ვისმენთ არაერთ მძიმე ისტორიას, მძიმე ბრალდებას ციხეებზე. პატიმრების მხრიდან არაერთი მძიმე ბრალდება და ისტორიაა გაჟღერებული პენიტენციურ დაწესებულებებზე. გიორგი დავითაძის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ის პენიტენციურ დაწესებულებაში ხელით გააუპატიურეს, რაც ჩემთვისაც მძიმე სათქმელია, მაგრამ ის ვიდეო, რაც გამოქვეყნდა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, არა თუ აქარწყლებს რაიმე ტიპის ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს. ხელთათმანიანი კაცი, რომელიც ჩანს კადრებში, კიდევ ერთხელ იმ ეჭვის საფუძველია, რომ მართლაც დანაშაული მოხდა. ეს აუცილებლად უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეფასება და მოთხოვნაა. შეფასების ნაწილში უნდა ითქვას, რომ „არაქართულმა ოცნებამ“ გადაიმეორა და შეისისხლხორცა ყველა ის დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში არსებობდა, რაც მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანური ქცევები იყო გამოვლენილი. ცალსახაა, რომ დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქე პატიმრები, რომლებიც ათი ათასობით არიან, მხარდაჭერასა და სოლიდარობას საჭიროებენ.

მოგმართავთ პატიმრებს -დანაშაულები, რომელიც შესაძლოა ყოველდღიურად თქვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს და რომელზეც ყოფილი პატიმრები აქტიურად საუბრობენ, არ დარჩება დაუსჯელი. ჩვენ ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული, არ იყოს ციხეები გადავსებული, იყოს ჰიგიენა დაცული და იყოს ის ადამიანური ღირსება დაცული, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას სახელმწიფო ერქვას. პირველი, ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ სრულიად დამოუკიდებელი და ობიექტური მონიტორინგი ჩატარდეს საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მეორე, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში და ადამიანის უფლებები შესწავლილი იქნეს მყისიერად და ახლავე, მათ შორის შესწავლილი იქნას გადავსებული საკნების პრობლემა. მესამე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა პირი, თუ ეს დანაშაული დადასტურდება – ბადრაგებიდან დაწყებული უწყების მაღალჩინოსნებით დამთავრებული და სანამ საგამოძიებო ობიექტური პროცესი დასრულდება მანამდე ყველა მონაწილე პირს უფლებამოსილება შეუჩერდეს. პატიმრების წამებით ხელისუფლებაში მოსული ძალა „არაქართული ოცნების“ სახით დღეს თავად არის პატიმრების მხრიდან წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვაში ბრალდებული. ჩვენ ვდგავართ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდამხარ, მათ შორის, იმ მსჯავრდებულების მხარდამხარ, რომლებსაც ახლა სჭირდებათ სოლიდარობა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძე.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

წინა პოსტი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ოქტომბრიდან

შემდეგი პოსტი

ატმის აზიური სალათა

შემდეგი პოსტი
ატმის აზიური სალათა

ატმის აზიური სალათა

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

ატმის აზიური სალათა

ატმის აზიური სალათა

ოქტომბერი 2, 2026
“ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, არა თუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს”

“ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, არა თუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს”

ოქტომბერი 2, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია