თურქეთში, კონიის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა.
ანტალია-იღდირის მარშრუტზე მოძრავი ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ტრანსპორტი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა, პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მივიდნენ. დაშავებულები ბეიშეჰირის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.









