შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ მედიასთან საუბრობს – როგორც თამაზაშვილი აცხადებს, თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა.
თამზაშვილი ასევე საუბრობს მის თურქ კოლეგასთან გამართული საუბრის შესახებ და გავრცელებულ ჩანაწერზეც.
,,ჩემდა გასაკვირად, მოვუსმინე ამ ჩანაწერს, ვადასტურებ, ჩემ კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი, მე არ ჩამიწერია, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემ კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფორმაცია გვქონდა დღის პირელ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურამცხმყოფელი და რაზეც ჰქონდათ ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეანაში, დაახლოებით 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსი ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახბე მატჩამდე, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე, ავბუხსენი მათ შორის ის, რომ ამ ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო, გაეშალათ სტადიონზე მატჩის დროს, რეალურად პროცესები მართლაც უმართავი გამხდარიყო”, – განაცხადა თამაზაშვილმა.







