მეწარმე და კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი კვლავ ტრილიონერი გახდა.
მან შესაბამისი სტატუსი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო, თუმცა ის მხოლოდ 12 დღის განმავლობაში შეინარჩუნა.
Forbes-ის მონაცემებით, 5 ოქტომბერს მასკის ქონებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ფასის ზრდამ განაპირობა.
2 ოქტომბერს ბაზრის დახურვის მომენტთან შედარებით, მეწარმის წმინდა ქონება 30,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
მასკი პირველად ტრილიონერი მიმდინარე წლის 12 ივნისს გახდა. თუმცა, მან ეს სტატუსი უკვე 24 ივნისს დაკარგა, მას შემდეგ, რაც მისი საკუთრებაში არსებული კომპანიების აქციების ფასი დაეცა.
კერძოდ, იმ პერიოდში SpaceX-ის აქციები 3,9%-ით – ერთ აქციაზე 148,57 დოლარამდე დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1,99 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა.








