ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უკვე შტატების კონტროლის ქვეშაა.
„ვიცე-პრეზიდენტ ვენსს ვთხოვე, მთელი თავისი ყურადღება მიმართოს იმ მასშტაბური კორუფციისა და დანაშაულისკენ, რაც აშშ-ის იმ შტატებსა და ქალაქებში ხდება, რომლებსაც დემოკრატები მართავენ. „ლურჯი“ შტატები – მაგალითად, მინესოტა, კალიფორნია, ილინოისი და მრავალი სხვა – ცუდად იმართება; ისინი კორუფციით გაჟღენთილი კატასტროფული მდგომარეობის მაგალითებია. ყოველთვიურად მილიარდობით დოლარი ქრება. ამ მასშტაბური კრიმინალური საქმიანობის აღკვეთის შემთხვევაში, ჩვენი ბიუჯეტის დაბალანსება სწრაფად იქნებოდა შესაძლებელი. კორუფცია დემოკრატი ლიდერების სისხლშია! ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება. ის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ხელში გვაქვს მათი ფული – ასობით მილიარდი დოლარი – და ასევე, მათი სრუტე!“ – წერს ტრამპი.








