• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

,,ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს”-გურამ მაჭარაშვილი

ivlita ავტორი ivlita
ნოემბერი 25, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა
0
,,ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს”-გურამ მაჭარაშვილი
0
გაზიარება
2
ნახვა
გაზიარება Facebook

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დამატებითი მტკიცებულებების – აღიარებითი ჩვენებების შესახებ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, მოპასუხეების ჩვენებებმა საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებითი არგუმენტები შემატა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები და ისინი, ვინც პროცესზე 5 პარტიას წარმოადგენენ, რეჟიმის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.

„საზოგადოება თვალს ადევნებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და ხედავს, რომ რაც უფრო მეტად აქტიურობს ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო იძირება პოლიტიკურ ჭაობში. ამ პროცესებმა უფრო მეტი მტკიცებულება შეუქმნა საკონსტიტუციო სასამართლოს იმისათვის, რომ აიკრძალოს ისეთი ტიპის პარტიები, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა და მისი ფილიალები.

პარტიების ასაკრძალად ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რაც სავსებით საკმარისი იყო, დაემატა პროცესის მიმდინარეობის დროს მოპასუხე მხარის აღიარებითი ჩვენებები, მათ შორის მათი ბელადის, სააკაშვილის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ სწორად მოიქცნენ, როდესაც ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმით შეიჭრნენ და ტელევიზია დახურეს. მათი გადმოსახედიდან ეს სწორი ქმედება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლებაში მოვლენ, კიდევ უფრო უარესს გააკეთებენ. სწორი ყოფილა შავაძის დახვრეტა – ამას პირდაპირ ამბობს ნაცმოძრაობის დამფუძნებელი, რომ თურმე როინ შავაძე რუსეთის ფედერაციას გადასცემდა ინფორმაციას, რაც არ არის დადასტურებული. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ სასამართლოს განეხილა ეს საქმე და განაჩენი გამოეტანა, კანონმდებლობით დახვრეტა არ არის გათვალისწინებული. გამოძიებაც არ ყოფილა, უბრალოდ, ასე მოისურვა სააკაშვილმა და მისმა ნაცმოძრაობამ და ადამიანი დახვრიტეს. რაც მთავარია, ამ ყველაფერზე ამბობენ, რომ სწორი იყო.

ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ, მათ შორის წითლიძისგანაც, იმის შესახებ, რომ ნაცმოძრაობა, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ვნებდა საკუთარ სახელმწიფოს. ამაზე მეტი საჯარო მტკიცებულება რა უნდა იყოს, როდესაც დელეგაციის სახელით მიდიან სტრასბურგში თუ ვაშინგტონში და ითხოვენ, რომ მათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ; ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, ქვეყნის დასანქცირებას და ა.შ.

ამას ემატება ისიც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, 2020-2024 წწ-ში, არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, „გადააგდო“ საკუთარი ამომრჩეველი – მან თავის ფილიალებთან ერთად თქვა, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით არ მოვლენ. გამოდის, რომ მოვლენ რევოლუციითა და სახელმწიფოს დამხობით – ეს არაა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური? ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

წინა პოსტი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

,,ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს”-გურამ მაჭარაშვილი

,,ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს”-გურამ მაჭარაშვილი

ნოემბერი 25, 2026
18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 25, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია