• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“მე ვათრიე საქართველო წინ, რაც შემეძლო, ბოდიში ყველას, მაგრამ პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი”

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
ოქტომბერი 6, 2026
ში ახალი ამბები, სლაიდერი, სოციალური მედია
0
“საქართველოს ნამდვილი სწრაფი განვითარება და წინსვლა უკავშირდება ქალაქ ლაზიკას და ლაზიკის პორტის მშენებლობას” – მიხეილ სააკაშვილი
0
გაზიარება
14
ნახვა
გაზიარება Facebook

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც, სააკაშვილის თქმით, მას ჩილეს ყოფილ პრეზიდენტს, პინოჩეტს ადარებს.

როგორც სააკაშვილის წერს, „რაც შეეძლო, ათრია საქართველო წინ, თუნდაც არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატიის პირობებში“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პინოჩეტად არც ადრე გამოდგა და რომც ჰქონდეს შესაძლებლობა, არც ახლა აპირებს პინოჩეტის გზაზე დადგომას.

„„გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“. შემოიხედეთ აქ და მეც მომისმინეთ, განსაკუთრებით მათ, ვინც მე პინოჩეტს მადარებს, მინდა, განგანათლოთ.

ჩილეზე ბევრი წამიკითხავს, თან ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა (რომლის ძმა პინოჩეტის მთავრობის წევრი იყო) დამიძმაკაცდა და ბევრ დეტალში გამარკვია ჩვენი მრავალრიცხოვანი შეხვედრების დროს, ჩემი პრეზიდენტობისასაც და მერეც.

პინოჩეტი მოვიდა სისხლიანი გადატრიალებით. დაამხო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომლის ლიდერი სალვადორ ალიენდე პრეზიდენტის სასახლის, LA MONEDA-ს ალყის დროს დაიღუპა. მისი მთავრობის რამდენიმე წევრი კი მოკლეს. მათ შორის, ემიგრაციაში მოკლეს ალიენდეს საგარეო მინისტრი ლეტელიე.

მე მოვედი მშვიდობიანი რევოლუციით, ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ შევარდნაძე, რომელიც არჩევნების უხეშად გაყალბების (ასეთი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება) შემდეგ უბრალოდ არალეგიტიმური იყო. შევარდნაძე არა მხოლოდ არ მოგვიკლავს, არამედ გავუშვით საპატიო პენსიაზე.

პინოჩეტი ათწლეულები მართავდა ისე, რომ არ ატარებდა არჩევნებს ფორმალურადაც კი. ჩემს დროს კი ცენტრალურ დონეზე ჩატარდა ხუთი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც მსოფლიომ აღიარა თავისუფლად და დემოკრატიულად, თან ერთი არჩევნები ჩატარდა 2007 წელს ჩემი საკუთარი სურვილით, გადადგომის შემდეგ.

პინოჩეტმა დახვრიტა 2700-ზე მეტი ოპოზიციონერი და, აბა, დამისახელეთ ერთი ჩემს დროს მოკლული ოპოზიციონერი.

პინოჩეტის დროს იყო რამდენიმე ათეული ათასი პოლიტიკური პატიმარი და, აბა, ჩამოთვალეთ ჩემი დროინდელი პოლიტიკური პატიმრები? ახლა არ დამიწყოთ მოლაშვილზე და სხვა კორუფციონერებზე მტკიცება.

პინოჩეტმა აკრძალა ყველა პარტია და არასამთავრობო. ჩემს დროს ისინი თავისუფლად მოქმედებდნენ.

პინოჩეტი ბოლოს იმდენად დარწმუნდა, რომ ოპოზიცია ბოლომდე გაანადგურა, საერთაშორისო წნეხის შესამსუბუქებლად დანიშნა რეფერენდუმი საკუთარი ხელისუფლების მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციისთვის და წააგო. ოღონდ გადადგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიცოცხლის ბოლომდე იმუნიტეტი მოიპოვა და სამუდამო სენატორად დანიშნეს

მე წავედი ყოველგვარი გარანტიების გარეშე. უფრო მეტიც, ჩამოვედი აქ 99% გარანტიით, რომ ციხეში აღმოვჩნდებოდი.

პინოჩეტმა რეფერენდუმის შედეგები რომ ნახა, აღიარებაზე უარი თქვა, სანამ არმიამ, კერძოდ, საჰაერო ძალების სარდალმა, ფერნანდო მატეომ არ აიძულა. მე 3 წუთში ვაღიარე.

პირველი სისხლის სამართლის საქმე პინოჩეტის წინააღმდეგ აღძრა არა ჩილემ, სადაც მას იმუნიტეტი იცავდა, არამედ ესპანელმა მოსამართლემ, ბალთაზარ გარსონმა და ის ინტერპოლის ცირკულარით ჰყავდათ დაკავებული ლონდონში.

ჩემზე საქმე აღძრეს ქართველებმა და არცერთმა სხვა ქვეყანამ ეს არ აღიარა, ხოლო ინტერპოლმა უარი თქვა ჩემ ძებნაში გამოცხადებაზე.

დაბოლოს, პინოჩეტს თავის ანგარიშებზე აღმოუჩინეს 30 მილიონ დოლარზე მეტი (დღევანდელი 100 მილიონი დოლარი) და ჩემს წაღებულს დღემდე ეძებენ და 1 დოლარი ვერ მიპოვეს.

მე ვათრიე საქართველო წინ, რაც შემეძლო, თუნდაც არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატიის პირობებში.

პინოჩეტად გადაქცევის ვარიანტი მე მქონდა სწორედ 2012 წელს, შემეძლო როგორც ეს პინოჩეტმა გააკეთა, გამეუქმებინა არჩევნები, მასობრივად დამეჭირა ოპოზიცია, დამეკეტა მედია და, დიდი ალბათობით, დამეღვარა სისხლი და როგორც პინოჩეტს, ამ გზით გამეგრძელებინა ქვეყნის განვითარება, მაგრამ მე ეს ერთი წუთითაც არ განმიხილავს, ვინაიდან ჩემთვის ეს იყო სრულიად მიუღებელი ფასი.

ასე რომ, ბოდიში ყველას, მაგრამ მე პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა არ ვაპირებ ამ გზაზე დადგომას, რომც გამაჩნდეს შესაძლებლობა. ამავე დროს ისიც ვიცი, რომ გარდამავალ პერიოდში საჭირო იქნება არა რაღაც ამორფული კოალიცია, არამედ სწორედაც ძლიერი ლიდერი, ეწყინება ეს ვინმეს თუ არა.

აბა, კიდევ რა არგუმენტები მოგიყვანოთ, რომ შეწყვიტოთ ღნავილი: „ადრეც ყოფილა, რომ დიქტატორები არჩევნებით წასულან“, ეს დაახლოებით იმავე ოპერიდანაა – „21-ე საუკუნეში დენს ნუ გვამადლითო“, ჩადით, აბა, დღევანდელ რესურსებით მდიდარ ნიგერიაში და დარწმუნდით, რომ 2026-შიც კი არ აქვთ დენი.

ეს კარგად ვიცი, იმიტომ, რომ ტყვედ ჩავარდნის წინ ნიგერიის მთავრობამ მიმიწვია და 50 ათასი დოლარი გადამიხადა 2-საათიანი ლექციისთვის „როგორ მოვიყვანოთ დენი“. ნუ, ჩემმა ჩასვლამ არ უშველა, სამწუხაროდ, და ის ფული კი ტყვედ ყოფნის დროს საერთაშორისო ადვოკატებზე დამეხარჯა მთლიანად.

და კიდევ ერთი რამ, მინდა, დაიმახსოვროთ, ძლიერი ლიდერი არ ნიშნავს დიქტატორს და დიქტატორი არ ნიშნავს ძლიერ ლიდერს (იხილეთ ივანიშვილი).

თუ ვინმეს შიშები აწუხებს ძლიერ ლიდერებთან დაკავშირებით, ეს უფრო კომპლექსებზე მეტყველებს და არა ლიდერის არა საჭიროებაზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა პოსტი

“რადიკალური ოპოზიცია შხამიანი თესლია”- შალვა პაპუაშვილი

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“საქართველოს ნამდვილი სწრაფი განვითარება და წინსვლა უკავშირდება ქალაქ ლაზიკას და ლაზიკის პორტის მშენებლობას” – მიხეილ სააკაშვილი

“მე ვათრიე საქართველო წინ, რაც შემეძლო, ბოდიში ყველას, მაგრამ პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი”

ოქტომბერი 6, 2026
” მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც დაანგრია ბაიდენის ადმინისტრაციამ” – შალვა პაპუაშვილი

“რადიკალური ოპოზიცია შხამიანი თესლია”- შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 6, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია