• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა, საბრალდებო სკამზე იყვნენ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში “

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 10, 2026
ში ახალი ამბები, საზოგადოება, სლაიდერი
0
“მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა, საბრალდებო სკამზე იყვნენ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში “
0
გაზიარება
14
ნახვა
გაზიარება Facebook

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბრალდებულის, ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში „დასცინოდა“.

ეკა კუპატაძის თქმით, გიორგი ლეკიშვილი პროცესის განმავლობაში ტელეფონსაც იყენებდა, რის გამოც მანდატურსაც კი მოუწია შემოსვლა და რეაგირება.

„ლეკიშვილის ცოლი სასამართლოს დარბაზში სათვალეებით იღებდა. სათვალეები, რითაც იღებდა, გააძევეს, ჩამოართვეს და შემდეგ ისევ შემოუშვეს. სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი უშნოდ იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ლეკიშვილი არის შეურაცხადი. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ეს გოგოც შეურაცხადია.

გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი.

მანდატური შემოვიდა სასამართლო პროცესზე და თქვა, რომ შეამჩნიეს, ლეკიშვილი იყენებდა ტელეფონს, არ ვიცი „ლაივს” უშვებდა თუ იწერდა, მაგრამ მანდატური შემოვიდა შენიშვნით. ლეკიშვილი, ჩემი აზრით, არის შეურაცხადი, დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს, ვფიცავ. ლიკა ლეკიშვილი დღევანდელი სიცილისთვის პასუხს აგებს. მე რომ ნია იმნაძის ჩანაცვლება [ციხეში] დამჭირდეს, ლეკიშვილს მაინც ვაგებინებ პასუხს იმ სიცილისთვის“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს – ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

წინა პოსტი

“გავიგე, იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ხვდება, ყველასთან მინდა, დავამყარო ურთიერთობა, ეს არის ჩემი ნიჭიო, ჰოდა, ველოდები ჩემს საკანში”

შემდეგი პოსტი

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

შემდეგი პოსტი
რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს - შეფასებები თბილისში

ყველაზე ნახვდი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სექტემბერი 10, 2026
რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

სექტემბერი 10, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია