• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

,,ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან “- შალვა პაპუაშვილი

ivlita ავტორი ivlita
ნოემბერი 2, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა
0
,,რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული”- შალვა პაპუაშვილი
0
გაზიარება
18
ნახვა
გაზიარება Facebook

მინდა, ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით. მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილგანზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველოს მეტი გამოცდილება აქვს და იცის, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არასდროს ყოფილა სენტიმენტების სფერო და რომ სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

„დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი უცხოელი დიპლომატები, რომლებიც საქართველოში საკუთარ ქვეყნებს წარმოადგენენ. დიპლომატიური ურთიერთობა მაშინ არის წარმატებული, როდესაც განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემა და პარტნიორობის შენარჩუნება შეგვიძლია. სწორედ ასეთ ურთიერთობებზე დგას ნდობა და სწორედ ასეთ ურთიერთობებს სჭირდება ყველაზე მეტად სიმართლე, პასუხისმგებლობა და ზომიერება. ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს ვთქვი, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იყო. გასულმა წელმა დაგვანახა, რომ ეს მხოლოდ თეორიული გაფრთხილება არ ყოფილა. დღეს საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ხშირად უბრუნდება ძალის, ინტერესისა და გავლენის უხეშ ლოგიკას. ახალი ომების დაწყება ლამის ყოველდღიურობად იქცა. ქვეყნების სუვერენიტეტი უპრეცედენტო გამოცდას გადის. საერთაშორისო სამართლის პრინციპები კი სწორედ მაშინ არის უგულებელყოფილი, როდესაც მათი დაცვა ყველაზე მეტად არის საჭირო. 35 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ჩვენ ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდით სამყაროს, რომელშიც ვბრუნდებოდით,. გვეგონა, რომ ცივი ომის დასრულებას მოჰყვებოდა ეპოქა, სადაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავდა სამართალი და სულ უფრო ნაკლებად- ძალა. დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს. დღეს ვიცით, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არასდროს ყოფილა სენტიმენტების სფერო, სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამის გაცნობიერება ცინიზმი არ არის, ეს არის პასუხისმგებლობიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობა. ამიტომ მინდა ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ- ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი სნებით. მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილგანზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ჩაურევლობის პრინციპის პატივისცემის მაგალითი საქართველომ თავად უნდა აჩვენოს.

„ჩაურევლობის პრინციპის პატივისცემა საქართველომ მხოლოდ სხვებისგან არ უნდა მოითხოვოს. ჩვენ თავად უნდა ვაჩვენოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მაგალითი. ქართველი დიპლომატი უცხო ქვეყანაში უნდა იყოს საქართველოს წარმომადგენელ, პარტნიორი და მეგობარი, მაგრამ არა იმ ქვეყნის ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ სხვა ხალხების არჩევანს ისე, როგორც მოვითხოვთ ჩვენი ხალხის არჩევანის პატივისცემას. თუ გვინდა საერთაშორისო წესრიგის აღდგენა, სწორედ ამ მარტივ პრინციპებთან დაბრუნებაა საჭირო სუვერენიტეტი, თანასწორობა, ჩაურევლობა და ურთიერთპატივისცემა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სახელმწიფოებისთვის. დიდი სახელმწიფო შეიძლება ზოგჯერ ფიქრობდეს, რომ წესების დარღვევის ფასს იოლად გადაიხდის. პატარა სახელმწიფოსთვის კი საერთაშორისო სამართალი და სუვერენიტეტის პატივისცემა უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. ამიტომ საქართველოს დიპლომატიის ამოცანა დღეს მხოლოდ ჩვენი პოზიციების ახსნა არ არის. თქვენი საქმეა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა სამყაროში, სადაც ინტერესები სულ უფრო პირდაპირ და ღიად იკვეთება. ამისთვის საჭიროა პრინციპულობაც და მოქნილობაც, პარტნიორების შეძენაც და იმის ცოდნაც, სად გადის ზღვარი კომპრომისსა და საკუთარი ინტერესების დათმობას შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წინა პოსტი

თბილისში, სადგურის მოედანზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შემდეგი პოსტი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ხვალ სამტრედიასა და ხონს ეწვევა

შემდეგი პოსტი
,,იოანე ნათლისმცემელი იყო სინანულის დიდი მოძღვარი, დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს”- პატრიარქი შიო მესამე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ხვალ სამტრედიასა და ხონს ეწვევა

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა! – მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც პარტიების აკრძალვით გაიხსნება”

ნოემბერი 2, 2026
საფრანგეთში სტუდენტები 3 და 5 ნოემბერს „შავ დღეებს“ აანონსებენ

საფრანგეთში სტუდენტები 3 და 5 ნოემბერს „შავ დღეებს“ აანონსებენ

ნოემბერი 2, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია