• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

,,პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა”- საია

ivlita ავტორი ivlita
ოქტომბერი 16, 2026
ში ახალი ამბები, სამართალი
0
,,პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა”- საია
0
გაზიარება
5
ნახვა
გაზიარება Facebook

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უკვე მესამედ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.

„ეს სარჩელი წარმოადგენს მმართველი პარტიის განაცხადს, რომ მას, არა მარტო, ერთი კონკრეტული პარტია არ სურს იხილოს ოპოზიციაში, არამედ მისი განზრახვაა ყველა იმ პარტიის აკრძალვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს ოპოზიციაში ყოფნის მანდატი. „ქართული ოცნება“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, ცდილობს აკრძალოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიამ ჯამში მიიღო 784 830 საქართველოს მოქალაქის ხმა.² საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება არჩევნებში მონაწილე 37,79% ამომრჩევლისათვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევას უთანაბრდება. ეს სარჩელი წარმოადგენს დარტყმას პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იმის გამო, რომ უქმდება საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერის მქონე არა ერთი, ცალკე აღებული პარტია, არამედ ყველა პარტია, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ გამოუცხადა მხარდაჭერა.

თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონცეფცია, რომელიც არაერთხელ აქვს მოსარჩელე მხარეს ნახსენები სარჩელში, წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის იდეას, რომელიც მზად არის, გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები, რათა დაიცვას თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც თვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი ძირითადი პრინციპების ნგრევას.³ ამ თეორიული ჩარჩოს მიზანია დემოკრატიული წესრიგის თვითდაცვა შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისგან, თუმცა მისი მოქმედება აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც თავად პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებს დემოკრატიულ ბუნებას. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცევა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის სამართლებრივ ინსტრუმენტად.

საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ხალხის მხრიდან მხარდაჭერის მქონე ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოს, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური ბრძოლის გზა აარჩიეს მათ – გამოაცხადეს თუ არა მათ დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვები ბოიკოტი, აგრძელებენ თუ არა ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარლამენტსა და საკრებულოებში. „ქართული ოცნება“ ცდილობს განურჩევლად ყველა მათგანის განადგურებას.

საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი არა დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებაა. დემოკრატიის დაცვის სახელით დაუშვებელია იმ პოლიტიკური ალტერნატივების განადგურება, რომელთა არსებობაც თავად დემოკრატიის აუცილებელი პირობაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი, რომლის საფუძველიც არა რომელიმე პარტიის შეუზღუდავი მმართველობა, არამედ ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, პოლიტიკური მრავალფეროვნება და ძალაუფლების დემოკრატიული მონაცვლეობის შესაძლებლობაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წინა პოსტი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

შემდეგი პოსტი

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

შემდეგი პოსტი
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 14, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 სექტემბრიდან

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ოქტომბრიდან

ოქტომბერი 16, 2026
“ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი” – შიო III

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პატრიარქს მიმართავს

ოქტომბერი 16, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია