მე-10 ადგილი – ვერძი
ვერძს საიდუმლოს შენახვა შეუძლია, თუმცა კამათის დროს შესაძლოა სხვისი პირადი ამბავი წამოსცდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ კონფლიქტში გამარჯვება სურს ან წყენის გამო შურისძიებას გადაწყვეტს.
მე-9 ადგილი – კურო
კუროს ახალი ნაცნობობით გატაცება ზოგჯერ ზედმეტ გულახდილობამდე მიჰყავს. შესაძლოა, სხვისი საიდუმლო ადამიანს გაუზიაროს, რომელსაც თავადაც კარგად არ იცნობს.
მე-8 ადგილი – ტყუპები
ტყუპებს სხვისი საიდუმლოს გამხელა შეუძლიათ და თან ამბავი ისე მოყვნენ, რომ მისი შინაარსი საკუთარი ინტერესების შესაბამისად წარმოაჩინონ. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ვისი დარწმუნება ან ვის წინააღმდეგ განწყობა სურთ.
მე-7 ადგილი – ლომი
ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. საინტერესო ამბის მოყოლით სურს, მსმენელთა გაოცება და საკუთარი ინფორმირებულობის წარმოჩენა. ხშირად საიდუმლოს გამხელისას ცუდი განზრახვა არც აქვს, თუმცა თავის შეკავება უჭირს.
მე-6 ადგილი – სასწორი
სასწორს ხშირად სჭირდება სხვების აზრის მოსმენა და საკუთარი გადაწყვეტილებების გადამოწმება. ამიტომ შეიძლება სხვისი საიდუმლო კიდევ ერთ ადამიანს გაუზიაროს რჩევის ან მოსაზრების მისაღებად.
მე-5 ადგილი – მორიელი
მორიელს საიდუმლოს დიდხანს შენახვა შეუძლია, მაგრამ წყენისა და ღალატის შემთხვევაში შესაძლოა სხვისი პირადი ამბავი შურისძიების იარაღად გამოიყენოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მის ნდობას ბოროტად გამოიყენებენ.
მე-4 ადგილი – მშვილდოსანი
მშვილდოსანი ზოგჯერ იმდენად საკუთარ სამყაროშია ჩაფლული, რომ ვერც კი აცნობიერებს, რამდენად პირად ინფორმაციას ამხელს. სხვისი საიდუმლო შეიძლება დაუფიქრებლად მოყვეს, საკუთარი ამბების გაზიარებაც არანაკლებ უყვარს.
მე-3 ადგილი – თხის რქა
თხის რქა სიმართლის თქმას ამჯობინებს და საიდუმლოს შენახვას ყოველთვის საჭიროდ არ მიიჩნევს. თუმცა, თუ ინფორმაციის გამჟღავნებამ ვინმეს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, გაჩუმებას ამჯობინებს. საჭიროების შემთხვევაში კი ამბავს მხოლოდ იმ ადამიანებს უზიარებს, ვისაც მისი ცოდნა საჭიროდ მიაჩნია.
მე-2 ადგილი – მერწყული
მერწყულს ზოგჯერ უჭირს გაარჩიოს, რა არის უწყინარი ამბავი და რა – სხვისი საიდუმლო. შესაძლოა, ერთი ადამიანის ნათქვამი მეორეს გაუზიაროს, შემდეგ კი მიღებული ინფორმაციაც სხვასთან მიიტანოს. ხშირად ვერც აცნობიერებს, რა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამით სხვებს.
პირველი ადგილი – თევზები
თევზები ემოციურები და მგრძნობიარეები არიან. მათ საკუთარი ამბების საიდუმლოდ შენახვაც უჭირთ და ხშირად პირად ისტორიებს ახლობლებსა თუ სრულიად უცნობ ადამიანებს უზიარებენ. ზოგჯერ ამის მიზეზი დახმარების, რჩევის ან თანაგრძნობის მოლოდინია.
რატომ არ მოხვდნენ რეიტინგში ქალწული და კირჩხიბი?
ეს არ ნიშნავს, რომ ამ ნიშნების ყველა წარმომადგენელი საიდუმლოს საიმედოდ ინახავს. უბრალოდ, მათი ასტროლოგიური დახასიათების მიხედვით, ჭორაობისა და სხვისი ამბების გავრცელებისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი.







