,,უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და “გირჩის” წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა.
„მე ასეთი შეხვედრის არც მონაწილე ვარ და არც რაიმე ვიცი. უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. „შეხვედრა 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, 2025 წლის ბოლოს შედგა“, – წერს რაქვიაშვილი.







