• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

“ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი” – შიო III

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
აგვისტო 19, 2026
ში ახალი ამბები, რელიგია, საზოგადოება, სლაიდერი
0
“ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი” – შიო III

x

0
გაზიარება
12
ნახვა
გაზიარება Facebook

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს. გავა რამდენიმე თვე, თუ წელი და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო შიო III-მ სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, „უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას, ფერი უცვალოს“.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო!

გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს! გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს!

დღეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე საქართველოს ისტორიისთვის, რადგან როგორც მოგვითხრობს „წმინდა ნინოს ცხოვრება“, „ქართლის ცხოვრება“ და სხვადასხვა საისტორიო წყარო, სწორედ ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვით დაიმსხვრა მთავარი კერპები ქართლისა.

ალბათ გახსოვთ ეს ისტორია, რომ იყო კერპების დღესასწაული მცხეთაში. წმინდა ნინოს ლოცვით ამოვარდა საშინელი ქარი, წამოვიდა უზარმაზარი სეტყვა და ამ სეტყვისა და მეხის დაცემის შედეგად სრულად დაიმსხვრა ეს კერპები. ხალხს ძალიან შეეშინდა, მეფემ და დედოფალმა თავი შეაფარეს. ეს არის ასეთი სიმბოლური დღე, როდესაც დასაბამი დაედო წარმართული რწმენის რღვევას და წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობის გავრცელებას სრულიად საქართველოში.

ასე რომ, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღეს. მას შემდეგ უკვე 1700 წელი გავიდა და წელს ვზეიმობთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

როგორც იხილეთ და იცით, ამ დღესასწაულზე ყოველთვის იკურთხება ხილი: ადამიანებს მოაქვთ ბაღის, ვენახის ნაყოფი, ახალი მოსავალი, მაგრამ ხილის კურთხევაში არ არის ფერისცვალების დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა. მაშ, რაშია? უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ფერი ვიცვალოთ; ყველას, ვინც მოსული ვართ ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგვცა რწმენა, მოგვცა, როგორც ჯილდო. ეს ჯილდო არ მოუცია ჩვენი დამსახურებების ან რაიმე შრომისთვის, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ დაინახა ჩვენში ფერისცვალების შესაძლებლობა, რომ ამ რწმენის შედეგად, რწმენის მეშვეობით შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, გარდაიქმნება ჩვენი სულიერი ცხოვრება და ფერს ვიცვლით. აი, ამიტომ მოგვცა მან ეს რწმენა.

ფერისცვალების შესახებ მან ქადაგება დაიწყო დასაწყისშივე, როდესაც ხალხში გამოვიდა და თქვა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მთ. 4, 17). სინანული რა არის? ეს არის სწორედ დანახვა იმისა, თუ რა უნდა შევცვალო მე ჩემს სულიერ ცხოვრებაში და დავიწყო ამაზე ზრუნვა. უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას და ფერი უცვალოს. ამისთვის მოვიდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ რას ნიშნავს ფერისცვალება. უარესებიდან გავხდეთ უკეთესი – აი, მარტივად რომ ვთქვათ. გავხდეთ უფრო კარგი, მაგრამ უფრო კარგი არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით, როგორც ღმერთი ხედავს ამას, რადგან მხოლოდ ღმერთმა იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი.

ეს შეიძლება ადამიანმაც იცოდეს, მაგრამ თუ ღვთისგან არის განსწავლული. თუ ადამიანს ეს ცოდნა ღმერთისგან მიღებული არ აქვს, მაშინ მან არ იცის, სინამდვილეში რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი.

ასე იბადება, ძვირფასო ძმებო და დებო, საშინელი ცდომილებები, ტრაგიკული შეცდომები, რომლებზეც თვით უფალი იესო ქრისტეც გვაფრთხილებდა, მოვა დრო, თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიანო (ინ. 16, 2).

სხვათა შორის, მკვლელობის ერთ-ერთი ფორმა, როგორც ვიცით, ეს არის სიტყვით მკვლელობა. სიტყვითაც შეიძლება მოკლა ადამიანი. დღეს ხდება ეს არცთუ იშვიათად, რომ სიტყვით ისე იმეტებენ, ისე კლავენ ერთმანეთს ადამიანები, თან ზოგიერთ მათგანს ჰგონია, რომ ამით სიკეთეს აკეთებს და ღმერთსაც კი ემსახურება. ასე რომ, ეს სრული ჭეშმარიტება ბრძანა უფალმა.

მაშ, ვფიქრობთ ფერისცვალებაზე: როგორ უნდა დავიწყოთ ფერისცვალება? როგორ უნდა მოხდეს ეს ჩვენში? რით დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მასთან ურთიერთობის გამოსწორებით. უნდა ვეცადოთ, გავხდეთ უფრო მომთმენნი, დავიწყოთ მოთმინება; ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით; ვეცადოთ, მოვემსახუროთ ადამიანებს, დავეხმაროთ მათ; ვეცადოთ, შევუმსუბუქოთ, თუ გნებავთ, სნეულების ან სხვა რაიმე სიმძიმე.

თუ ასე ვიშრომებთ, ვეცდებით, ვიმეორებ, მაშინ უფალიც შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს და შეიძლება გავიდეს რამდენიმე თვე თუ წელი და ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა.

ასე ნელ-ნელა ზარმაცი ადამიანი შეიძლება გახდეს შრომისმოყვარე, სევდიანი და მოწყენილი ადამიანი – ხალისიანი და ომახიანი, ამპარტავანი – თავმდაბალი, ხარბი – ხელგაშლილი, ნაყროვანი – მმარხველი და ა. შ. ბრაზიანი, უკმაყოფილო ადამიანი შეიძლება გახდეს ლმობიერი, მოსიყვარულე, კეთილგანწყობილი ადამიანი.

ასე ნელ-ნელა, როგორც გითხარით, არამხოლოდ ჩვენში მოხდება ფერისცვალება, არამედ ჩვენს ირგვლივაც, ფერს იცვლიან ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ასეთ ადამიანში, ვინც ფერს იცვლის, ვინც სწორდება, ვინც სულიერად ცხოვრობს, ხვდებიან, ეხებიან სიყვარულს, დახმარებას, მოთმინებას, სათნოებებს, მზაობას, რომ ყველანაირი სიკეთე გააკეთონ და არა პირიქით, აწყენინონ, დაჩაგრონ, უგულებელყონ, წაართვან, მოატყუონ და ა. შ.

სწორედ ეს სურს უფალს ჩვენგან, რომ ამ გზით ვიაროთ, რადგან, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდმივად ყოფნა განკითხვაში, უკმაყოფილებაში, მრისხანებაში (რა ვიცი, კიდევ რაც ჩამოვთვალეთ და რაც არ ვთქვით, იმ ვნებებში) ძალიან მძიმე და მტკივნეულია ცხოვრება.

რა არის, საბოლოო ჯამში, ასეთი ცხოვრება? ნამდვილი ჯოჯოხეთია. სწორედ ამ ჯოჯოხეთიდან ნებავს უფალს, გამოგვიყვანოს, გაგვათავისუფლოს და ამიტომ მოგვიწოდებს ფერისცვალებისკენ. ეს არის ჩვენი მოწოდება ამ დღეს. საღვთო დიდება გამოაჩინა, გამოაბრწყინა უფალმა მოციქულების დასანახად, რა თქმა უნდა, როგორც მათ შეეძლოთ ამის დანახვა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, გავხდეთ ამ თაბორის ნათლის თანაზიარნი.

მაშასადამე, რა არის მნიშვნელოვანი ღმერთისთვის, რომ ჩვენში მოხდა ეს ფერისცვალება იმის შედეგად, რომ მან ჩვენში ჩადო რწმენის მარცვალი და მოგვცა ეს დიდი ტალანტი?! როგორი ნაყოფი გამოვიღეთ: ორმაგი, ხუთმაგი თუ ათმაგი? როგორ ნიადაგში ჩავარდა ეს მარცვალი: კეთილ ნიადაგში, ეკლიანში, კლდოვანში თუ ქვიანში? ვინ გავხდით ჩვენ ამ დიდი მადლისა და ტალანტის მოცემის შედეგად, თუ დავრჩით ისეთი, როგორიც ვართ?!

გახსოვთ, მის უწმინდესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ხშირად უთქვამს ეს წმინდა მამებისეული სწავლება, რომ ადამიანი სულიერ გზაზე ერთ ადგილას ვერ ჩერდება: ან წინ მიდის და ვითარდება, ან დეგრადირდება და უკან მიდის (ე. ი. თუ დავმარხეთ ეს ტალანტი მიწაში).

ასე რომ, ვაი მას, ვინც უარესი გახდა კიდევ იმასთან შედარებით, რაც იყო. ეს გზა და საქმე ფერისცვალებისა უნდა იყოს მთელი ჩვენი ცხოვრების საქმე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი სიყვარულით ფერისცვალებას. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ამ მონასტრის დედებს – იღუმენია ქეთევანს, დედებს და დებს და მადლობა ვუთხრა შესანიშნავი და ღირსეული მოღვაწეობისთვის.

მინდა, დავლოცო სრულიად საქართველო. უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის ფერისცვალება, ჩვენი ქვეყნის ფერისცვალება, ქრისტეს გზაზე გაძლიერება და გამთლიანება.

ვევედროთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადოს ამ მარადიული თაბორის შუქის ზიარებისა, ამ შუქის და ნათლის ხილვისა და ამ ხილვით სიხარულისა.

ვევედროთ უფალს, რომ ჩვენს გულებში მკვიდრობდეს ნათელი ქრისტესი, სიყვარული, სიხარული და მშვიდობა. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“, – დასძინა პატრიარქმა.

წინა პოსტი

“ვაპირებ, აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ” -მიხეილ სააკაშვილი

შემდეგი პოსტი

“ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია” – სალომე ზურაბიშვილი

შემდეგი პოსტი
“ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია” – სალომე ზურაბიშვილი

"ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია" - სალომე ზურაბიშვილი

ყველაზე ნახვდი

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
“საქართველოს ნამდვილი სწრაფი განვითარება და წინსვლა უკავშირდება ქალაქ ლაზიკას და ლაზიკის პორტის მშენებლობას” – მიხეილ სააკაშვილი

“ვაპირებ, აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ” -მიხეილ სააკაშვილი

აგვისტო 18, 2026
“დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!”

“საზოგადოებას მინდა, ვუთხრა სიმართლე” – ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

აგვისტო 18, 2026
“ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ” – ირმა ინაშვილი

“ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ” – ირმა ინაშვილი

აგვისტო 18, 2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 აგვისტოდან

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 აგვისტოდან

აგვისტო 19, 2026
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს – ხუთი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავა

” სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია” -სუს-ი

აგვისტო 19, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია